Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები


ეგვიპტეში მეშვიდე დღეა გრძელდება საპროტესტო აქციები პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის წინააღმდეგ. ათასობით ადამიანი იკრიბება კაიროს ცენტრალურ მოედანზე, სადაც კომენდანტის საათის მიუხედავად, მოქალაქეთა ერთმა ნაწილმა ღამე გაათენა. კვირას საპროტესტო აქციის მონაწილეებს მუჰამედ ელბარადეიმ მიმართა: ”დღეს მოვედი აქ, რომ თქვენ შემოგიერთდეთ, ყველაზე ბედნიერ დღეს ჩვენს ცხოვრებაში. დღეს შემიძლია ჩაგხედოთ თვალებში. დღეს თქვენ, ეგვიპტელებმა დაიბრუნეთ თქვენი უფლებები სიცოცხლესა და თავისუფლებაზე. ის, რაც დაიწყო უკან ვეღარ დატრიალდება. როგორც ადრე ვთქვით, გვაქვს ერთი მთავარი მოთხოვნა: რეჟიმის დასრულება და ახალი ეტაპის დაწყება”. ელბარადეი ნობელის პრემიის ლაურეატი და გაეროს ბირთვული ენერგეტიკის უწყების ყოფილი ხელმძღვანელია. ის აცხადებს, რომ მას ოპოზიციურმა ჯგუფებმა მიანიჭეს მანდატი არმიასთან და მუბარაქის რეჟიმთან მოლაპარაკებების საწარმოებლად, რისი მიზანიც ეროვნული ერთობის კოალიციის შექმნა უნდა იყოს. 100-ზე მეტი ადამიანია მოკლული ეგვიპტეში საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე. უცხოეთის ქვეყნები ეგვიპტიდან თავიანთი მოქალაქეების ევაკუაციაზე ზრუნავენ.
XS
SM
MD
LG