Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიკილიკსი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს


საინტერნეტო საიტი ვიკილიკსი, რომელიც ცნობილი გახდა აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებით, ნორვეგიის პარლამენტის წევრმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა. დეპუტატმა სნორე ვალენმა, რომლის სოციალისტური მემარცხენე პარტია მთავრობის ნაწილია, განაცხადა, რომ ვიკილიკსმა წვლილი შეიტანა სიტყვის თავისუფლების და ინფორმაციის მოპოვებისთვის ბრძოლაში. ნობელის პრემიაზე წარდგენილი სუბიექტების ვინაობა საიდუმლოა ხოლმე, თუმცა აკრძალვა მათ გამოქვეყნებაზე არ არსებობს. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის 2011 წლის ლაურეატის ვინაობა ოქტომბერში გამოქვეყნდება.
XS
SM
MD
LG