Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცნობია, დამატებით რა რაოდენობის კონტინგენტს გაგზავნის საქართველო ავღანეთში


საქართველოს მთავრობას ამ ეტაპზე არ აქვს კონკრეტული პოზიცია ქვეყანაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განთავსების თაობაზე და ამ თემაზე კომენტარს ნაადრევად მიიჩნევს, - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ. მისი განმარტებით, შესაბამისი ინიციატივით ამერიკელ სენატორთა ჯგუფმა შეერთებული შტატების მთავრობას მიმართა და ეს საკითხი უპირველეს ყოვლისა, ვაშინგტონის პოლიტიკური და სამთავრობო სტრუქტურების გადასაწყვეტია. ამასთან, ჯალაღანიამ აღნიშნა, რომ თავად ინიციატივა საინტერესო და მნიშვნელოვანია რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით. ამავე ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ჯერჯერობით უცნობია, დამატებით რა რაოდენობის კონტინგენტს გაგზავნის საქართველო ავღანეთში, რის შესახებაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
XS
SM
MD
LG