Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისში აცხადებენ, რომ ყოფილ ლიდერთან დაკავშირებული ჯგუფი დააკავეს


ტუნისის მთავრობის განცხადებით, მათ დააკავეს შეიარაღებული დაჯგუფება, რომელსაც გადაყენებულ პრეზიდენტთან, ზინე ალ-აბიდინ ბენ ალისთან აქვს კავშირი. დაჯგუფება ბოლო დღეებში ძალადობის პროვოცირებაშია ეჭვმიტანილი. პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ ტუნისში თანდათან უსაფრთხოება ისადგურებს - თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პროვინციულ ქალაქებში შეტაკებებს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ამ ქალაქებში წესრიგის აღდგენა სამხედრო რეზერვისტებს დაავალეს.
XS
SM
MD
LG