Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გარდიანის“ კორესპონდენტს რუსეთმა ვიზა მისცა


რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ბრიტანეთის გაზეთ „გარდიანის“ კორესპონდენტს, ლიუკ ჰარდინგს ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ ვიზა მისცა. „ინეტრფაქსის“ ცნობით, ჟურნალისტი უკვე დღეს უნდა ჩასულიყო მოსკოვში. გასულ კვირაში ჰარდინგი რუსეთში არ შეუშვეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მან დაარღვია აკრედიტაციის წესი და წინასწარი უფლების გარეშე ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში შევიდა. გაზეთმა „გარდიანმა“ თავისი ჟურნალისტის რუსეთიდან გასახლება დაუკავშირა მის მუშაობას რუსეთის შესახებ ვიკილიკსის მასალების პუბლიკაციაზე.
XS
SM
MD
LG