ირანის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ თურქეთთან ვაჭრობის მოცულობის სამჯერ გაზრდა სურს - და ასევე უნდა, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობაში ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნას. მაჰმუდ აჰმადინეჟადი ამ განცხადებით თეირანში გმოვიდა, თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულთან შეხვედრის შემდეგ. ამასთან, აჰმადინეჟადმა დასძინა, რომ ირანი „თურქეთს მადლობელია იმ პოზიციის გამო, რომელსაც ის ირანის ბირთვული უფლებების საკითხის მიმართ იკავებს“. აჰმადინეჟადის თქმით, ირანს ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში შუამავლად თურქეთის ხილვა სურს - რომელმაც მოლაპარაკებების ბოლო რაუნდს უკვე უმასპინძლა. გიული ირანში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის ქვეყნის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეისაც შეხვდება.
ყველაზე პოპულარული
1