Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ


იემენის დედაქალაქ სანადან მოსული ცნობების თანახმად, უკვე მეორე დღეა ათასობით სტუდენტი და ადვოკატი საპროტესტო აქციას მართავს, პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გადადგომის მოთხოვნით. თვითმხილველთა ცნობით, უშიშროების ძალებმა ხალხს ალ-ტაჰრირის მოედანზე მისვლის საშუალება მავთულხლართების გაბმით არ მისცეს.
კვირას, 13 თებერვალს პოლიციამ დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილი ათასობით დემონსტრანტი განდევნა. იემენი რეგიონის ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ეგვიპტისა და ტუნისის შემდგარი რევოლუციების შთაგონებით აქციები დაიწყო.
XS
SM
MD
LG