Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლუმბიაში კოკაინის გადასაზიდად განკუთვნილი წყალქვეშა ნავი დააკავეს


კოლუმბიაში სამხედრო მეზღვაურებმა აღმოაჩინეს და დააკავეს წყალქვეშა ნავი, რომელიც მექსიკაში კოკაინის გადასაზიდად იყო განკუთვნილი. 30-მეტრიან ხომალდს 8 ტონა კოკაინის გადაზიდვა შეეძლო და წყალქვეშ 9 მეტრის სიღრმეზე გადაადგილდებოდა. სპეციალისტების აზრით მსგავსი ხომალდის აშენება ორ მილიონ დოლარზე მეტი დაჯდებოდა.
XS
SM
MD
LG