ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, პარლამენტის წევრებმა მოითხოვეს სიკვდილით დაისაჯონ ორპოზიციის ორი ლიდერი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ. ორშაბათის დემონსტრაციების დროს ორი ადამიანი დაიხოცა და ათეულობით დაშავდა. შეტაკება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის გუშინ მოხდა, როცა ათასობით დემონსტრანტმა მხარდაჭერა გამოუცხადა ეგვიპტეს და ტუნისის მეამბოხეებს. 290 დეპუტატიდან 222-მა ხელი მოაწერა განცხადებას, რომელშიც ისინი მათ გასამართლებას მოითხოვენ.
ყველაზე პოპულარული
1