Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში მოხდა შეტაკება მთავრობის მომხრეებსა და ოპონენტებს შორის


თეირანში მოხდა შეტაკება ხელისუფლების მომხრეებსა და ოპონენტებს შორის ცერემონიის დროს, რომლის მონაწილეებიც პატივს მიაგებდნენ ორი დღის წინ, ოპოზიციის დემონსტრაციაზე მოკლული სტუდენტის, სანეე ჟალეჰის ხსოვნას. ჟალეჰი ორშაბათს მოკლეს, ირანში ბოლო წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციის დროს. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებს მის სიკვდილში. დღეს ირანის გენერალურმა პროკურორმა, მოჰსენი ეჯეიემ განაცხადა, რომ შესაძლოა, ზომებს მიმართონ ოპოზიციის ლიდერების, ჰოსეინ მუსავისა და მეჰდი ქარუბის წინააღმდეგ, რომლებიც ორშაბათის დემონსტრაციებისაკენ მოწოდებით გამოვიდნენ. დემონსტრაციებით თავდაპირველად აპირებდნენ ეგვიპტელი დემონსტრანტებისადმი სოლიდარობის გამოხატვას, მაგრამ აქცია ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციაში გადაიზარდა.
XS
SM
MD
LG