Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის პარლამენტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს არ განიხილავს


აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის საკითხი ბელორუსიის პარლამენტის სესიაზე არ განიხილება - ამის შესახებ დღეს მინსკში, ჟურნალისტებს განუცხადა პარლამენტის ქვედა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარემ იგორ კარპენკომ. მისი განმარტებით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ ბელორუსიის პრეზიდენტის კომპეტენციაა. ამასთან, კარპენკომ დასძინა, რომ საპარლამენტო კომისია ამ ორ რეგიონში არსებული სიტუაციის შესწავლას განაგრძობს.
XS
SM
MD
LG