Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობას არაობიექტურობაში ადანაშაულებენ


7 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობას არაობიექტურობაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ კომისარიატის თბილისის ოფისის შეფასებით, იანვარში დევნილთა გამოსახლებისას საერთაშორისო სამართლის ნორმები, ან საერთაშორისო სტანდარტები არსებითად არ დარღვეულა. თავის მხრივ, 7 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებმაც გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს საპროტესტო წერილი გაუგზავნეს, აღნიშნავს, რომ თბილისის წარმომადგენლობის არაობიექტური შეფასება საქართველოს ხელისუფლებამ უკანონო მოქმედების გამართლებისთვის გამოიყენა. ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელის ლია მუხაშავრიას განცხადებით, გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელმაც დევნილთა გამოსახლება დადებითად შეაფასა.
XS
SM
MD
LG