Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში ოპოზიციის წარმომადგენელი გაასამართლეს


ბელორუსიის სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 2010 წლის 19 დეკემბერს ანტისამთავრობო დემონსტრაციაში მონაწილე აქტივისტს. 27 წლის ვასილი პარფიონკოვი ერთ-ერთი პირველია იმ 30 ეჭვმიტანილს შორის, რომლებიც პოლიციამ აქციის ძალადობრივი დაშლის შემდეგ დააკავა მინსკის ცენტრში, სადაც მრავალათასიანი დემონსტრაცია გაიმართა გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით. აქციაში მონაწილეობდა პრეზიდენტობის ოთხი კანდიდატი, რომლებიც ბელორუსიის უშიშროების სამსახურმა ასევე დააპატიმრა. ბელრუსიის ჰელსინკის ჯგუფის წარმომადგენელმა ოლეგ ჰულაკმა საამართლოს გადაწყვეტილებას პარფიონკოვის მიმართ „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, კი ბლორუსიის რეჟიმმა კიდევ ერთი „ნეგატიური ნაბიჯი“ გადადგა
XS
SM
MD
LG