ირლანდიაში არჩევნები მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც, როგორც ვარაუდობენ, მმართველი პარტია ძალაუფლებას დაკარგავს. ეს პირველი კენჭისყრაა მას შემდეგ, რაც ირლანდიის ლიდერებმა ევროკავშირთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 85 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფაზე შეთანხმებას მიაღწიეს. დახმარებამ ირლანდია მსხვილი საბიუჯეტო დეფიციტისგან და ეკონომიკის კოლაფსისგან უნდა იხსნას. თანხის გასასტუმრებლად კი ირლანდიას საბიუჯეტო მომჭირნეობის წლები ელის წინ. წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, მმართველ პარტია „ფიანა ფაილს“ ამომრჩეველი ეკონომიკური პრობლემების გამო დასჯის, კენჭისყრაში გამარჯვებას კი მემარჯვენე-ცენტრისტული „ფაინ გაელი“ მოიპოვებს. შედეგები შაბათს გამოცხადდება.
ყველაზე პოპულარული
1