Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი ლონდონის ოლიმპიადის ემბლემის წინააღმდეგია


ირანმა პროტესტი გამოთქვა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ემბლემის მიმართ, განაცხადა რა, რომ ის „რასისტულია“ და შეიცავს სიტყვა „სიონს“. მახვილწახნაგებიანი ფერადი ემბლემა, რომელიც 650 ათასი დოლარი დაჯდა, გამოსახავს მსხვილი რიცხვებით დაწერილ წელს, 2012-ს, ნულიანში კი ოლიმპიადის ნიშანი, ხუთი რგოლია ჩახატული. ირანის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, მოჰამად ალიაბადიმ, წერილი მისწერა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს. მისი თქმით, ემბლემა ხელს უშლის თამაშებს, მან ორგანიზატორები დაადანაშაულა „რასიზმში“. „სიონი“ ბიბლიური ტერმინია, რომელიც უკავშირდება იერუსალიმს.
XS
SM
MD
LG