Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში დემონსტრანტებს მიმართა ახალმა პრემიერ-მინისტრმა


ეგვიპტის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ესამ შარაფმა დღეს დემონსტრანტებს მიმართა კაიროში, ტაჰრირის მოედანზე. ეგვიპტის სამხედრო მმართველებმა ოთხშაბათს დანიშნეს შარაფი პრემიერ-მინისტრის პოსტზე, აჰმედ შაფიკის გადადგომის შემდეგ. ეს უკანასკნელი ყოფილ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მიერ იყო დანიშნული, თვით მუბარაქის მმართველობის ბოლო დღეებში და საპროტესტო აქციებზე, რომლებიც მუბარაქის გადადგომის შემდეგაც გაგრძელდა, დემონსტრანტებმა არაერთხელ მოითხოვეს შაფიკის გადაყენება. დემონსტრანტები მოითხოვენ აგრეთვე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას. როგორც ახალმა პრემიერ-მინისტრმა დღეს უთხრა ტაჰრირის მოედანზე შეკრებილ დემონსტრანტებს, ის ყველა ღონეს იხმარს მათი მოთხოვნების შესასრულებლად.
XS
SM
MD
LG