Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ნარკოტრანზიტის აღსაკვეთად აუცილებელია საერთაშორისო მონიტორინგი”


საქართველოს ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ქვეყნის გავლით ნარკოტრანზიტის აღსაკვეთად აუცილებელია ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მეთვალყურეების შეშვება. ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით დარჩიაშვილის, განცხადებით, ერთადერთი გამოსავალი სწორედ საერთაშორისო მონიტორინგია. რაც შეეხება ზოგადად ნარკოტიკებთან ბრძოლას, დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებას მიაღწია, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.
XS
SM
MD
LG