Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში გაიხსნა საკანონმდებლო ორგანოს წლიური სესია


ჩინეთში დაიწყო საკანონმდებლო ორგანოს, ხალხის ეროვნული კონგრესის, წლიური სესია. მომდევნო 10 დღის მანძილზე კანონმდებლები მოისმენენ ხელისუფლების წარმომადგენლების მოხსენებებს მომდევნო ხუთწლედის ეკონომიკურ და სოციალურ გეგმებზე. ყრილობას ესწრება 3 000-მდე დელეგატი, რომელთა კანდიდატურებიც მმართველი კომუნისტური პარტიის მიერ არის მოწონებული. დელეგატების წინაშე გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ვენ ძიაბაომ პირობა დადო, რომ იმატებს ეკონომიკური ზრდა ჩინეთში, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა შეერთებული შტატების შემდეგ. პეკინის მიერ წარმოდგენილი პროგრამა საშუალოდ 7-პროცენტიან ზრდას ითვალისწინებს 2011-2015 წლებში.
XS
SM
MD
LG