Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: 190 000-ზე მეტი ადამიანი გაექცა არეულობას ლიბიაში


გაეროს ინფორმაციით, 191 000-ზე მეტი ადამიანი გაექცა არეულობას და ძალადობას ლიბიაში, სადაც მუამარს კადაფის მოწინააღმდეგეები ცდილობენ მისი მმართველობის დამხობას. გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის უწყების განცხადებით, გაქცეულების უმრავლესობას გასტარბაიტერები შეადგენენ. ამავე წყაროს ცნობით, კადაფის ერთგული ძალები აკონტროლებენ ტუნისთან ლიბიის საზღვარს და ანელებენ საზღვრის გადაკვეთას ლიბიიდან წასვლის მსურველებისთვის. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ლიბიაში არეულობის დაწყებამდე, ამ ქვეყანაში 2,5 მილიონამდე იმიგრანტი იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG