Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქების შედეგად სამოქალაქო პირები დაიღუპნენ


ავღანეთში 12 სამოქალაქო პირი დაიღუპა გზის პირას ჩადებულ ბომბზე მათი ავტომანქანის აფეთქების შედეგად. ინციდენტი მოხდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე პაქტიკის პროვინციაში. პროვინციის გუბერნატორ მოჰებულა სამიმის განცხადებით, ავტომანქანა ახალი გადასული იყო პაკისტანიდან ავღანეთის ტერიტორიაზე, როცა აფეთქება მოხდა. პაქტიკის გუბერნატორის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. ქაბულში კი გაიმართა დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებიც პროტესტს გამოთქვამენ ნატოს საჰაერო იერიშის შედეგად ცხრა ბავშვის დაღუპვის გამო. ნატოს ბოდიში აქვს მოხდილი ამ ინციდენტის გამო, რომელიც ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის მახლობლად მოხდა.
XS
SM
MD
LG