Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს შეხვდება. თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენი იმედოვნებს, რომ მიმდინარე ვიზიტით აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობაში „გადატვირთვის“ პოლიტიკას კიდევ უფრო განავითარებს. ბაიდენი და მედვედევი, სავარაუდოდ, ასევე ილაპარაკებენ აშშ-ის გეგმაზე ევროპაში ანტი-სარაკეტო სისტემის აგების ირგვლივ. სააგენტო ინტარ-ტასთან ინტერვიუში ბაიდენმა აშშ-ისა და რუსეთის უთანხმოების ერთ-ერთ საგნად კვლავ დაასახელა საქართველოს ტერიტორიული საზღვრები. თუმცა, ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ამ და სხვა რთულ საკითხებზე პირდაპირი საუბრის და მუშაობის პარალელურად შესაძლებელია თანამშრომლობის განვითარება სხვა სფეროებში. რუსეთში ვიზიტისას ბაიდენი ეწვევა მოსკოვთან ახლოს, სკოლკოვოს კვლევით ცენტრსაც - რომელსაც კალიფორნიაში მდებარე სილიკონის ველის რუსულ ვერსიად მოიხსენიებენ ხოლმე. ხუთშაბათს ბაიდენი პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს შეხვდება და სიტყვით გამოვა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
XS
SM
MD
LG