Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა გააპროტესტა აქტივისტების დაპატიმრება ბაქოში


ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა აზერბაიჯანის პოლიციის მიერ იმ სულ მცირე 15 ახალგაზრდა აქტივისტის დაპატიმრების გამო, რომლებიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და ხელისუფლების საწინააღმდეგო საერთო ეროვნული საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავდნენ. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც ბაქოში არსებულმა ევროკაშირის ოფისმა გაავრცელა. ახალგაზრდა აქტივისტები, რომლებზეც გავლენა მოახდინა ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა მასობრივმა გამოსვლებმა, რასაც შედეგად რეჟიმების შეცვლა მოჰყვა, - სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ საშუალებით ავრცელებდნენ მოწოდებას, რათა 11 მარტს აზარბაიჯანში ჩაეტარებინათ „დიდი სახალხო დღე“. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ არ დაუშვებდნენ არანაირ პროტესტს, აქტივისტთა ლიდერები დააპატიმრა. „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ მოუწოდა აზერბაიჯანს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიები და ნება დართოს აქტივისტებს, რათა გამართონ სამშვიდობო დემონსტრაცია.“
XS
SM
MD
LG