Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში დავით ბაქრაძის ვიზიტი გადაიდო


საქართველოს პარლამენტმა დაადასტურა, რომ ისრაელში დავით ბაქრაძის ვიზიტი გადაიდო, თუმცა, განმარტა, რომ ამ თემაზე ორი ქვეყნის პარლამენტის სპიკერებს პირადად არ უსაუბრიათ. საქართველოს პალამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაკა გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისრაელში საქართველოს საელჩოსგან მიღებული განმარტებით, დავით ბაქრაძის ვიზიტი გადაიდო პალესტინურ მხარესთან დაგეგმილი მოლაპარაკების და ქნესეთში პოლიტიკური დებატების გამო. ხუთშაბათს ინტერნეტ-გამოცემა ynetnews.com-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელის ქნესეთის სპიკერმა რეუვენ რივლინმა მის ქართველ კოლეგას დავით ბაქრაძეს სთხოვა, მომავალ კვირაში დაგეგმილი ვიზიტი გადადოს და ამის მიზეზად საშინაო და საგარეო პოლიტიკური გარემოებების გარდა დაასახელა საქართველოში ისრაელის 2 მოქალაქის დაპატიმრება. შეგახსენებთ, რომ მექრთამეობის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენების ფუქსის და ფრენკელის საქმეს ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.
XS
SM
MD
LG