Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ბაქოში ათობით დემონსტრანტი დააპატიმრეს


დღეს ბაქოს ცენტრში ოპოზიციის რამდენიმე ასეულმა წევრმა გამართა საპროტესტო დემონსტრაცია. შადრევნების მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები პრეზიდენტ ილჰამ ალიევის წინააღმდეგ მიმართულ ლოზუნგებს გაიძახდნენ. პოლიციამ ძალა გამოიყენა მათ დასაშლელად. დაპატიმრებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. ხელისუფლებამ აქციის ორგანიზატორებს უარი უთხრა ქალაქის ცენტრში დემონსტრაციის მოწყობის ნებართვაზე. ხელისუფლების თქმით, მსგავსი აქციები ქალაქის გარეუბნებში შეიძლება გაიმართოს. აქცია მოაწყო ოპოზიციურმა მოძრაობა მუსუვათმა. მას რამდენიმე ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. პარასკევს ბაქოში კიდევ ერთი აქცია გაიმართა, რომელიც „ფეისბუკის“ მეშვეობით იქნა ორგანიზებული.
XS
SM
MD
LG