Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფი: გამარჯვება ჩვენი იქნება


ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი სახელმწიფო ტელევიზიით გამოვიდა და პირობა დადო, რომ მოწინააღმდეგეებზე გამარჯვებას მოიპოვებს. მან თქვა, რომ საერთაშორისო კოალიციის მიერ ლიბიის საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე დარტყმები ეფექტიანი ვერ იქნება, რადგან ”ყველაზე ძლიერი საჰაერო თავდაცვა ხალხია”.კადაფის ერთგული ჯარების შეტაკებები მეამბოხეებთან გრძელდება. იტყობინებიან სისხლისმღვრელ ბრძოლებზე მისურატასთან და აჯდაბიასთან.
XS
SM
MD
LG