Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ექვსი ოპოზიციონერი მოკლეს


სირიის ქალაქ დერააში უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დემონსტრაციის დაცხრილვისას ექვსი ადამიანი მოკლეს. მეჩეთთან ჩატარებულ მიტინგში ასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ოპოზიციონერების შეკრების რაიონში ადგილობრივმა ხელისუფლებამ გათიშა ელექტროენერგია და გამორთო ტელეფონები. მოკლულთაგან ერთ ადგილობრივი ექიმია, რომელიც დაჭრილთა დახმარებას ცდილობდა.
XS
SM
MD
LG