Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში დემონსტრაციის დროს 15 ადამიანი მოკლეს


სირიის ქალაქ დარააში 15 -მდე გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა. 23 მარტს უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მედპერსონალს ქალაქის ერთ-ერთი მეჩეთის მახლობლად. მეჩეთთან, რომელიც გასული პარასკევიდან მოყოლებული, საპროტესტო აქციების ეპიცენტრია, ასობით ადამიანი იყო შეკრებილი, რათა არ დაეშვათ პოლიციელების შეჭრა დემონსტრანტების ბანაკში და იქვე აღმართულ საველე ამბულატორიაში. სირიის მთავრობა კი აცხადებს, რომ მეჩეთთან დღეს სამი ადამიანი დაიღუპა - ექიმი, ფერშალი და ამბულატორიის მძღოლი და რომ პასუხისმგებლობა ეკისრება „შეიარაღებულ ბანდებს“. ინციდენტი მოჰყვა რამდენიმე დღის წინ ექვსი ადამიანის დაღუპვას მეჩეთის მახლობლად მთავრობის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებსა და უშიშროების ძალებს შორის შეტაკებებისას.
XS
SM
MD
LG