Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის საელჩო იემენში მუშაობას წყვეტს


ბრიტანეთის საელჩო იემენში მუშაობას წყვეტს. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უწყების წარმომადგენელი აცხადებს, რომ იემენში, ბრიტანეთის საელჩოში მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელიღა რჩება. იემენში კვლავაც გრძელდება შეტაკებები პოლიციელებსა და საპროტესტო აქციების მონაწილეებს შორის, რომლებიც პრეზიდენტ ალი აბდულა სალეხის გადადგომას მოითხოვენ. ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომლის ფარგლებშიც, შეჩერებულია კონსტიტუციის მოქმედება, იკრძალება მიტინგები და ნებადართულია დაკავებები ყოველგვარი საკანონმდებლო ნორმების გარეშე. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ოპოზიციის ლიდერებმა მოსახლეობას საპროტესტო გამოსვლებისკენ მოუწოდეს. იემენის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის მზად არის დატოვოს პოსტი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუმცა ოპოზიციისათვის ეს წინადადება მიუღებელია.
XS
SM
MD
LG