Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთმა საქართველოდან გაიხმო თავისი ელჩი


ბულგარეთმა საქართველოდან გაიხმო თავისი ელჩი ბრანიმირ რადევი. როგორც სოფიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვესელა ჩერნევამ, რადევი იმ 13 ელჩს შორის აღმოჩნდა, ვინც ბულგარეთმა სხვადასხვა ქვეყნიდან გაიხმო კომუნისტური რეჟიმის პერიოდში უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობისთვის. რადიო თავისუფლების სოფიელი კორესპონდენტის ცნობით, ბრანიმირ რადევის გარდა სოფიის საგარეო უწყებამ გაიხმო თავისი ელჩები ბელორუსიაში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, გერმანიაში, ლიტვაში, მაკედონიაში, რუმინეთში, საბერძნეთში, სერბიაში, შვედეთში, ჩინეთში, აგრეთვე გაეროსა და იუნესკოში. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, სულ ბულგარეთში გამოვლენილ იქნა 35 ელჩი, რომლებიც უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობდნენ. ბრანიმირ რადევს საქართველოში ბულგარეთის ელჩის თანამდებობა 2007 წლის მაისიდან უკავია.
XS
SM
MD
LG