”ამნესტი ინტერნეშნლი” აცხადებს, რომ ჩრდილოეთმა კორეამ, შესაძლოა, გააფართოვა შრომა-გასწორების კოლონიები და იქ დაახლოებით 200 000 პატიმარს ”საშინელ პირობებში” ამყოფებს. ”ამნესტის” ანგარიში ეფუძნება ბოლოდროინდელ ფოტოებს, რომლებიც სატელიტიდან არის გადაღებული და ბანაკების ყოფილი პატიმრებისა და თანამშრომლების ჩვენებებს. სატელიტიდან ათი წლის წინ გადაღებულ ფოტოებთან ახლების შედარებამ აჩვენა ”ბანაკების მასშტაბის მნიშვნელოვანი ზრდა”. ერთ-ერთი ბანაკის ყოფილი ტუსაღის თქმით, ადამიანებს იქ აიძულებდნენ ყოფნას იმ პირობებში, რომლებიც ”მონობას უტოლდებოდა”, გარდა ამისა, პატიმრებს აწამებდნენ და ისინი სიკვდილით საჯაროდ დასჯის მოწმეებიც არაერთხელ გამხდარან.
”ამნესტი ინტერნეშნლი” აქვეყნებს ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის შრომა-გასწორების კოლონიებზე
ყველაზე პოპულარული
1