Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მოკლეს „ალ-ყაიდის წარმომადგენელი ჩრდილოეთ კავკასიაში“


რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, უშიშროების ძალებმა მოკლეს ალ-ყაიდის მთავარი წარმომადგენელი ჩეჩნეთში - კაცი, რომელიც კოორდინაციას უწევდა უცხოელ მებრძოლებს ჩრდილოეთ კავკასიაში. განცხადებაში, რომელსაც ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი ავრცელებს, ნათქვამია, რომ ექსტრემისტი დოგერ სევდეთი იყო თურქეთის მოქალაქე და „ალ ყაიდის წარმომადგენელი ჩრდილოეთ კავკასიაში“. ამავე წყაროს ცნობით, სევდეთი 1991 წელს ჩავიდა რეგიონში და მას შემდეგ მონაწილეობდა მრავალი ტერაქტის დაგეგმვაში.
XS
SM
MD
LG