პაკისტანის დაზვერვის უწყების წარმომადგენლების განცხადებით, შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავის იერიშის შედეგად, სულ ცოტა, სამი სავარაუდო ექსტრემისტი დაიღუპა ბაღარის რეგიონში, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება. ამ წყაროს ცნობით, უპილოტო თვითმფრინავიდან გასროლილი ორი რაკეტა მოხვდა ავტომანქანას სამხრეთ ვაზირისტანში მდებარე ბაღარში. დღევანდელი დარტყმა იყო უპილოტო თვითმრფინავით განხორციელებული მეორე იერიში მას შემდეგ, რაც პაკისტანის ქალაქ აბატობადში ამერიკელების სპეცოპერაციის შედეგად იქნა ლიკვიდირებული ალ ყაიდის ლიდერი, ოსამა ბინ ლადენი.
ყველაზე პოპულარული
1