Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ ლიბიელმა მეამბოხეებმა მისრათის აეროპორტი ჩაიგდეს ხელში


გავრცელებული ცნობებით, ლიბიელმა მეამბოხეებმა დღეს ქალაქ მისრათას აეროპორტი ჩაიგდეს ხელში, მუამარ კადაფის ერთგულ ძალებთან ინტენსიური შეტაკების შემდეგ. ეს რამდენიმე კვირის განმავლობაში წარმოებულ ბრძოლაში პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. როგორც იუწყებიან, მეამბოხეები გამარჯვებას ქუჩებში ზეიმობენ და კადაფის ძალების მიერ დატოვებულ ტანკებს ცეცხლს უკიდებენ. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ამ სანაპირო ქალაქში ჰუმანიტარული კრიზისი იწყება - ნახევარ მილიონ ადამიანს არ აქვს საკმარისი საკვები და წამლები. პარალელურად, ევროკავშირი ამბობს, რომ ლიბიის აღმოსავლეთის ქალაქ ბენღაზიში ოფისის გახსნას აპირებს, იქ გამაგრებული მეამბოხეების დასახმარებლად.
XS
SM
MD
LG