Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ოპოზიცური რვიანი”: ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდას არ უბრუნდება


”ოპოზიცურმა რვიანმა” დღეს განაცხადა, რომ საარჩევნო საკითხებისადმი მისი ”სამართლიანი და პრინციპული პოზიციის და სწორი ტაქტიკის გამო, ხელისუფლება პროცესის მისთვის სასურველი შედეგით დასრულებას ვერ ახერხებს და მოლაპარაკების მაგიდას არ უბრუნდება.” რვა პარტია ასევე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ხელისუფლებისგან ცალსახად მოითხოვს საარჩევნო საკითხებზე ოპოზიციასთან შეთანხმებას. ”ოპოზიციური რვიანი” მიიჩნევს, რომ მსგავსი ვითარებიდან თავის დასახსნელად ხელისუფლება ხელს უწყობს საზოგადოებაში არჩევნებისადმი ნიჰილიზმის გაღვივებას და პროცესების ქუჩაში გადატანას. ”რვიანმა” კვლავ დაადასტურა მისი პოზიცია, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს და პრეზიდენტ სააკაშვილს მიმართა, ”შეწყვიტოს უღირსი მეთოდებით ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა და ხელი შეუწყოს საარჩევნო საკითხებზე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში.” კერძოდ, ”ოპოზიციური რვიანი” მოითხოვს, რომ მის წინადადებებს ამომრჩეველთა აღრიცხვის და საარჩევნო სისტემის თაობაზე, ხელისუფლებამ წერილობითი პასუხი მაისის ბოლომდე გასცეს.
XS
SM
MD
LG