Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში იმყოფება დომინიკის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი


ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება დომინიკის რესპუბლიკის მთავრობის ვიცე-პრემიერი ხოსე მიგელ მეხია აბრეუ, რომელიც დღეს შეხვდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს. სააგენტო აფსნიპრესის ცნობით, ორდღიანი ვიზიტისას დომინიკის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი შეხვდება სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მურად ჯიოევსაც, რომელიც ამჟამად სოხუმში იმყოფება. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაგაფშმა მოსკოვში, სააგენტო ინტერფაქსს ხუთშაბათს განუცხადა, რომ უახლოეს ხანში აფხაზეთის დამოუკიდებლობა შესაძლოა, ლათინური ამერიკის ერთ-ერთმა ქვეყანამ აღიაროს.
XS
SM
MD
LG