Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პარლამენტი: ბინ ლადენზე თავდასხმის მსგავსი არ უნდა განმეორდეს


პაკისტანის პარლამენტმა დღეს მოითხოვა თავის ტერიტორიაზე აშშ-ის უპილოტო თვიმფრინავებით თავდასხმების შეწყვეტა და მოწოდებით გამოვიდა, ჩატარდეს დაუმოკიდებელი გამოძიება ოსამა ბინ ლადენის მიმართ აშშ-ის ჯარის მიერ განხორცილებული ოპერაციისა, რათა მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდეს. პარლამენტი რეზოლუციაში წერს, რომ უპილოტო თვიმფრინავებით თავდასხმები უნდა შეწყდეს, სხვა შემთხვევაში მთავრობა იძულებული იქნება, მიიღოს საჭირო ზომები, მათ შორის, აღარ დართოს ნება ნატოს, გადაიტანოს მისი ტერიტორიის გავლით საჭირო ტვირთი. ავღანეთში განთავსებული უცხოეთის ჯარის მომარაგება უპირატესად პაკისტანის გავლით ხდება. სასაზღვრო პუნქტზე ხშირია თავდასხმები. ფრანპრესის თანახმად, აშშ-მა გააორმაგა უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმა შარშან. პარასკევს ასეთი იერიშის დროს, სამი მეამბოხე იქნა მოკლული.
XS
SM
MD
LG