Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლა ხორციელდება მოზარდის სიკვდილის გამო


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი გაეროს ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს თავისი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის, განაცხადა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კევინ რადმა. მისი თქმით, ასადი „კანონგარეშე“ აღმოჩნდა ტრაგედიის გამო, რომლის დროს მოკლულ 13 წლის ბიჭს პოლიციელები სიკვდილის წინ აწამებდნენ. სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოზარდის სიკვდილის გარემოებებს გამოიძიებს. ადამიანის უფლებების დამცველები მიიჩნევენ, რომ უშიშროების აგენტების მიერ დაკავებული ბიჭი წამებით მიიყვანეს სიკვდილამდე. ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ბიჭი დემონსტრაციის დროს გასროლის შედეგად იქნა მოკლული.
XS
SM
MD
LG