Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ევროკავშირიდან ბოსტნეულის იმპორტი აიკრძალა


რუსეთში დღეიდან აიკრძალა ახალი ბოსტნეულის იმპორტი ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან. ამის მიზეზი ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში მომაკვდინებელი მწვავე ნაწლავური ინფექციის გავრცელებაა. გადაწყვეტილების შესახებ ”ინტერფაქსს” რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ უთხრა. 2 ივნისამდე მოქმედებდა აკრძალვა გერმანიიდან და ესპანეთიდან ბოსტნეულის იმპორტზე. დაავადების გავრცელების შემთხვევები აღინიშნა ევროკავშირის 9 ქვეყანაში. უმრავლესობა გერმანიაში დაინფიცირდა. გარდაცვლილია 16 ადამიანი. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული ინფიცირების წყარო. თავდაპირველად გერმანიის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ბაქტერიის გავრცელების წყარო ესპანეთიდან იმპორტირებული კიტრი იყო, თუმცა, მოგვიანებით განაცხადა, რომ კვლევამ ეს ვარაუდი არ დაადასტურა.
XS
SM
MD
LG