Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

25 ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ჯისრ ალ-შუღურში


უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში 25 ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ჯისრ ალ-შუღურში სამთავრობო უშიშროების ძალების მიერ განხორციელებული რეიდის შედეგად. ადამინის უფლებების დამცველთა თანახმად, მოკლულთა შორის 19 სამოქალაქო პირი და ძალოვანთა ექვსი წარმომადგენელია. ოპერაცია შაბათს დაიწყო და კვირასაც გრძელდებოდა. უფლებადამცველთა ცნობით, სირიაში მარტში ანტისამთავრობო გამოსვლების დაწყების შემდეგ ათას ასზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ათი ათასზე მეტი იქნა დაპატიმრებული.
XS
SM
MD
LG