დღეს თბილისიდან გაემგზავრნენ ჰოლივუდის წარმომადგენლები, რომლებიც აგვისტოს ომის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერასა და საქველმოქმედო ვახშამში მონაწილეობდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ომის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციისას 1,5 მილიონი ლარი შეგროვდა. რა თანხა დაიხარჯა თბილისში მსახიობ შერონ სტოუნის ვიზიტისა და ზოგადად, პრემიერის მოსამზადებლად, ორგანიზატორები არ ასახელებენ. თბილისში კვირას გამართული საზეიმო მიღება დღეს გააპროტესტა საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ. მისი შეფასებით, რუსთაველის გამზირზე 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ”უპრეცედენტო მკრეხელობა” ჩაიდინა.
ყველაზე პოპულარული
1