Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია საგადასახადო ორგანოებს მოუწოდებს, არ შეაფერხონ ”პალიტრა მედიის” საქმიანობა


ახალგზარდა იურისტთა ასოციაციამ საგადასახადო ორგანოებს მოუწოდა, არ შეაფერხონ ჰოლდინგ ”პალიტრა მედიის” სუბიექტების საქმიანობა. ასოციაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემოსავლების სამსახურმა ”პალიტრა მედიის” წინასწარი შეტყობინების გარეშე შემოწმება იმით ახსნა, რომ ახორციელებს მიმდინარე კონტროლს და მას კანონის თანახმად არ სჭირდება 10 დღით ადრე გაფრთხილება. ამასთან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, შემოწმება არ შემოიფარგლება მხოლოდ ინვენტარიზაციით, რადგან ჰოლდინგს აცნობეს, რომ 10 დღეში დაიწყება სრული საგადასახადო შემოწმება. ასოციაცია აღნიშნავს, რომ ”პალიტრა მედია” აქტიურად აშუქებდა 26 მაისს მომხდარ მოვლენებს და მისი სამი ჟურნალისტის მიმართ არსებობდა პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლისა და სხვა დანაშაულის ნიშნები, ამიტომ, მსგავს ვითარებაში საგადასახდო შემოწმების დაწყება საზოგადოებამ აღიქვა მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთ მცდელობად. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საგადასახადო ორგანოებს მოუწოდებს, ჰოლდინგის საწარმოთა შემოწმების პროცესი მაქსიმალურად სამართლიანი და გამჭვირვალე იყოს.
XS
SM
MD
LG