Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გეიტსის განცხადებით, აშშ არ იჩქარებს ავღანეთიდან კონტინგენტის გაყვანისას


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, რობერტ გეიტსის განცხადებით, შეერთებული შტატები არ იჩქარებს ავღანეთიდან სამხედრო მოსამსახურეების გაყვანისას. შეერთებულ შტატებს ავღანეთში ასიათასკაციანი კონტინგენტი ჰყავს და აპირებს, წელს დაიწყოს მისი ეტაპებად გაყვანა. გეიტსი ამ საკითხს შეეხო ბრიუსელში, ავღანეთის ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე. შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა პრეს-კონფერენციაზე გამოთქვა რწმენა, რომ ამერიკელი სამხედროების გაყვანა არ გააუარესებს უსაფრთხოებას ავღანეთში. „მე ვიცი, რომ ამერიკის მთავრობა გადაწყვეტილებებს მიიღებს ადგილზე უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების მიხედვით. მთავარი ფაქტორი იქნება არა კალენდარი, არამედ პირობები“, - განაცხადა რასმუსენმა და გამოთქვა აგრეთვე რწმენა, რომ ალიანსი შეძლებს, გეგმისამებრ, 2014 წლის მიწურულისათვის ჩააბაროს უსაფრთხოებაზე ზრუნვა ავღანეთის ჯარებს.
XS
SM
MD
LG