Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაიწყო სომეხთა კათალიკოსის ექვსდღიანი ვიზიტი


საქართველოში დაიწყო ყოველთა სომეხთა კათალიკოსის ექვსდღიანი ვიზიტი. სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის კანცელარიის ცნობით, გასული 100 წლის განმავლობაში ეს სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღოლის საქართველოში ვიზიტის პირველი შემთხვევაა. დღეს გარეგინ მეორე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან ერთად იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძარში. ყოველთა სომეხთა კათალიკოსის განცხადებით, საქართველოში მისი ვიზიტისას საჭიროა სირთულეთა დაძლევა და მოუგვარებელ საკითხებზე პასუხების მოძიება. გარეგინ მეორემ მწუხარება გამოთქვა 26 მაისს, თბილისში ადამიანების დაღუპვის გამო და საქართველოსა და სომხეთს მშვიდობა უსურვა. ყოველთა სომხეთა კათალიკოსის სტუმრობას მნიშვნელოვანი უწოდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა. ილია მეორემ იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს სომხებისა და ქართველების ისტორიული ურთიერთობის განმტკიცებას. სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის კანცელარიის ცნობით, დაგეგმილია გარეგინ მეორის შეხვედრები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან და ინტელიგენციის წარმომადგენლებთან. 13 ივნისს ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვევა.
XS
SM
MD
LG