Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ახალი მემარჯვენეები”: არ არსებობს ”ოპოზიციური რვიანის” დაშლის საფრთხე


”ოპოზიციური რვიანის” დაშლის საფრთხე არ არსებობს და ის საარჩევნო საკითხებზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისას ერთ მხარედ რჩება - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ”ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ. რაც შეეხება ინდივიდუალურად მოქმედებას, კაციტაძის თქმით, ”ახლები” მეტი ეფექტურობისთვის გამოიყენებენ ხელისუფლებასთან ინდივიდუალური მოლაპარაკების რესურსს, თუმცა ნებისმიერი საკითხი, ან გადაწყვეტილება შეთანხმებული და მხარდაჭერილი იქნება სწორედ ”ოპოზიციური რვიანის” მიერ. მამუკა კაციტაძემ იმედი გამოთქვა, ხელისუფლება დათანხმდება გარკვეულ დათმობებს და ოპტიმიზმის საფუძვლად დაასახელა მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებები საარჩევნო რეფორმისთვის მზადყოფნის შესახებ.
XS
SM
MD
LG