Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაი მიესალმა ავღანეთიდან აშშ-ის ჯარისკაცების გაყვანის გეგმას


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი მიესალმა განცხადებას ავღანეთიდან ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების გაყვანის დაწყებასთან დაკავშირებით. კარზაის შეფასებით, ის, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას თქმით, მომავალი წლის სექტემბრამდე ავღანეთს დატოვებს 33 000 ამერიკელი სამხედრო, „კარგი ნაბიჯია“ ორივე ქვეყნისათვის. თალიბანმა კი ობამას განცხადებას „სიმბოლური“ უწოდა და დასძინა, რომ შეიარაღებულ ბრძოლას გააგრძელებს ავღანეთიდან ყველა უცხოელი ჯარისკაცის წასვლამდე. იუწყებიან აგრეთვე, რომ ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ობამამ ავღანეთის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ნატოელ მოკავშირეებთან მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე.
XS
SM
MD
LG