Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთში პატიმრობა მიუსაჯეს მუსლიმ აქტივისტებს


უზბეკეთში სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა რვა პირს, აკრძალულ მუსლიმურ ორგანიზაცია, ჰიზბ უტ-ტაჰრირთან კავშირში ბრალდების საფუძველზე. ორ მამაკაცს შვიდ-შვიდი წლით, ხოლო დანარჩენებს - ექვს-ექვსი წლით პატიმრობა შეუფარდეს. ჰიზბ უტ-ტაჰრირი არის პანისლამური მოძრაობა, რომელიც ბევრ ქვეყანაში მოქმედებს და უმეტესობაში აკრძალულია. უფლებადამცავი ორგანიზაციები უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვს ბრალად სდებენ, რომ ის ტერორიზმის საფრთხეს იყენებს საბაბად ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებისთვის.
XS
SM
MD
LG