Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ადასტურებს მზადყოფნას საბერძნეთის დასახმარებლად


ევროკავშირმა დაადასტურა მზადყოფნა, დახმარება გაუწიოს საბერძნეთს, მისი ვალებით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად. მაგრამ ბრიუსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში, ევროკავშირის ლიდერები საბერძნეთის პარლამენტს მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს საბიუჯეტო ხარჯების დასაზოგ მკაცრ ზომებს. მომავალ კვირაში პარლამენტი კენჭს უყრის ზომებს, რომლებიც ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცის და საგადასახადო სისტემაში ცვლილებების შედეგად 28 მილიარდი ევროს დაზოგვას, აგრეთვე სახელმწიფო ობიექტების პრივატიზაციას 50 მილიარდი ევროს ასაღებად. ამ ზომების დამტკიცების შემთხვევაში, ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი 12 მილიარდ ევროს მიაწვდიან საბერძნეთს, ვალების გასასტუმრებლად და გაკოტრების თავიდან ასაცილებლად. 12 მილიარდი ევრო არის ტრანში საბერძნეთის დასახმარებლად განკუთვნილი 110 მილიარდი ევროს მომცველი პაკეტიდან.
XS
SM
MD
LG