Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ბათუმში მეზღვაურებსა და მოსამართლეებს შეხვდა


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში მეზღვაურებს პროფესიული დღეს მიულოცა. წელს მსოფლიოსა და საქართველოში პირველად აღინიშნა მეზღვაურების საერთაშორისო დღე. მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს ქვეყანაში ამ დარგის განვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საზღვაო ნაოსნობაში ახალი სტანდარტები დამკვიდრდა, რაც მეზღვაურთა პროფესიის განვითარებას ხელს კიდევ უფრო შეუწყობს. საქართველოს პრეზიდენტმა დღესვე ღირსების ორდენით შვიდი მეზღვაური დააჯილდოვა. ბათუმში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს თხუთმეტი წლის იუბილე მიულოცა. სიტყვით გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში კარგი სასამართლო სისტემა ყალიბდება, რაც სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას კიდევ უფრო ზრდის. პრეზიდენტის თქმით, სასამართლოს საქმიანობაში სახელმწიფო არასოდეს ჩარეულა, ერთადერთი ჩარევა იყო ის, როდესაც მან საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანის ბრძანება გასცა. სააკაშვილის განცხადებით, საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში მაინც გადავა.
XS
SM
MD
LG