Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს 5 ჯარისკაცი მოკლეს


ნატოს სარდლობამ დაადასტურა, რომ ალიანსის ხუთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა დასავლეთ, სამხრეთსა და აღამოსავლეთ ავღანეთში მომხდარი სამი სხვადასხვა იერიშის შედეგად. სხვა დეტალები უცნობია. შეტაკებების შედეგად ავღანეთში მხოლოდ ივნისის თვეში ალიანსის 53 ჯარისკაცი დაიღუპა. წელიწადის განმავლობაში კი - 200-ზე მეტი; მათ შორის - ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურე.
XS
SM
MD
LG