Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთმა გასცა ცენტრალური ბანკის ყოფილი მმართველის დაპატიმრების ორდერი


ავღანეთმა გასცა ცენტრალური ბანკის ყოფილი მმართველის, აბდულ ყადირ ფიტრატის დაპატიმრების ორდერი, კორუფციის შემთხვევების გამოძიებასთან დაკავშირებით. ავღანეთის გენერალური პროკურორის მოადგილის განცხადებით, დაპატიმრების ორდერი გადასცეს ინტერპოლსა და ქაბულში შეერთებული შტატების საელჩოს. აბდულ ყადირ ფიტრატიმ გუშინ, აშშ-ში ვიზიტისას გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ. ის ირწმუნება, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ავღანეთში კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფონზე.
XS
SM
MD
LG